ახალი ამბები
გაგრაში შტორმის დროს ერთი მამაკაცი დაიხრჩო, მეორეს ამ დრომდე ეძებენ
გაგრაში შტორმის დროს ზღვაში შესულ ადამიანს, რომელიც ტალღებმა წაიღო, მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 19 წლის ოჩამჩირელი ახალგაზრდა მამაკაცი ოთხბალიანი შტორმის დროს შევიდა ზღვაში და გამოსვლა ვერ მოახერხა. შემთხვევის შესახებ შეტყობინება მაშველებმა დილის 11:10 მიიღეს. უწყების ცნობით, ძლიერი ტალღების გამო, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო, თუმცა, საძიებო სამუშაოებს ამ ეტაპზე შედეგი არ გამოუღია.


დღესვე, დაახლოებით, 16:30 საათზე, მაშველებმა ზღვიდან მოსკოველი ტურისტი ამოიყვანეს, რომელიც, ასევე ძლიერი ღელვის დროს შევიდა ზღვაში. ის გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით, მამაკაცი გარდაიცვალა.




Print