ახალი ამბები
ნადარაია: აფხაზეთს საქართველოსგან დღეს არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე სააკაშვილის დროს
ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია "თბილისიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს". ამის შესახებ მან "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„საქართველოს მთავრობა ბოლო დროს უხეშ ძალას არ იყენებს, მაგრამ აქტიურ ბრძოლას აწარმოებს საინფორმაციო სივრცეში, ადამიანების გონებაზე ზემოქმედებას ცდილობს, თუნდაც აბიტურიენტების მისამხრობად. გამოდის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მოქნილია. მაგრამ რეალურად, საფრთხეები, რომელიც საქართველოსგან მომდინარეობს, არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილის დროს“, - განაცხადა ნადარაიამ.

თემურ ნადარაიამ აღნიშნა, რომ "თბილისში მომხდარი ცნობილი მოვლენების დროს "აფხაზეთმა ივნისში საქართველოსთან საზღვარი ორი დღით მთლიანად ჩაკეტა, შემდეგ კი გახსნა ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის“. მისი თქმით,  ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა გააუქმა.





Print