ახალი ამბები
სამეგრელოში 40,720 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 40,720 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გადაეგზავნა.
Print