რეგიონი
ხობში სახლი გაქურდეს
ხობში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლი გაქურდეს. ოჯახის ინფორმაციით, წაღებულია თანხა და ვერცხლის სამაჯური.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შემთხვევა ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა.
Print
თეგები: ხობი / შსს / ქურდობა /