ახალი ამბები
საგარეო: დაღუპულ ჩხოროწყუელ მამაკაცს ექსპერტიზა თურქეთში უტარდება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეს ექსპერტიზა უტარდება. როგორც რადიო „ათინათს“ უწყებაში უთხრეს, ცხედარს საქართველოში პროცედურების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.

„საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა, თუმცა საკონსულო ფლობს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, ამჟამად ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და უტარდება ექსპერტიზა. საკონსულოს ხაზზეა ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართლადამცავებთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება“, - გვითხრეს უწყებაში.

თურქეთში, ქალაქ არდეშენში, სამუშაოდ წასული 26 წლის ჩხოროწყუელი მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო.

Print