ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ 6 დეკორატიული ქვის საყვავილეების განსათავსებლად 9 ათასი ლარი გამოყო
ზუგდიდის მერიამ დეკორატიული საყვავილეების განსათავსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი 7 აგვისტოს გამოცხადდა. მარმარილოს გრანულებიანი ქვის ოვალური 6 საყვავილე ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება, თუმცა, ჯერ უცნობია, კონკრეტულად, რომელ ადგილებზე.

ტენდერში წინადადებები 14-დან 16 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

გამარჯვებულმა კომპანიამ საყვავილეების მოწყობა ხელშეკრულების დადებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.

მანამდე, ზუგდიდის მერიამ ქვის საყვავილეების, ურნებისა და სკამების მოსაწყობად 112 ათასი ლარი გამოყო. მარმარილოს 13 ზურგიანი სკამისთვის ბიუჯეტიდან - 28 500 ლარი, ხოლო 15 დეკორატიული საყვავილისა და 50 ურნისთვის 83 500 ლარი იყო გათვალისწინებული.

დეკორატიული სკამები, ქვები და საყვავილეები დადიანების სასახლის ეზოსა და სკეიტ-პარკში განთავსდა.





Print