ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში მანქანა აალდა
ზუგდიდში, ფოსტის შენობის მიმდებარედ, თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა აალდა. მათივე თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსვლამდე მისი ჩაქრობა მოქალაქეებმა მოახერხეს. მანქანაში ცეცხლი, სავარაუდოდ, სადენებს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"კვამლი ასდიოდა, ყველა გარბოდა წყლით. სახანძროს მოსვლამდე ჩააქრეს. ფოსტასთან იყო გაჩერებული", - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
Print