ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში დამატებით "ჭკვიანი" კამერები განათავსეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 12 ადგილზე აამოქმედა, მათ შორის 4 - ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ამ დროისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, აქედან 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 - ზოგადი ხედვის.

უწყების ცნობით, 2019 წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სულ ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

ამავე თემაზე:

სენაკში სიჩქარის კონტროლის ორი სექცია ამოქმედდა
Print