რეგიონი
სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული თ.მ. დააკავა. ინფორმაციას, შს სამინისტრო ავრცელებს.  ამავე ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე,  სსსკ  260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


Print