ახალი ამბები
ივლისში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 12 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აქედან 22 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ერთი თვის განმავლობაში ასეთი 12 ფაქტი დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც ამოღებულია 30 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
Print