ახალი ამბები
ხობში მეექვსე საუკუნის არტეფაქტები აღმოაჩინეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორაზე მეექვსე საუკუნის არტეფაქტებს მიაკვლიეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გორაზე დიდი არქიტეტურული კომპლექსია აღმოჩენილი, რომელიც გალავანის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობიგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს.

მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა, რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს. გათხრების დროს ასევე იპოვეს 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.


ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
Print