ახალი ამბები
სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი აშენდება
სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა თავად კალათბურთელს ეკუთვნის.

"ინიციატივა ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის და მის განხორციელებაში მონაწილეობას ასევე კომპანია "გალფი" და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებენ. მოედნის მშენებლობის ადგილას კაფსულა პირადად ზაზა ფაჩულიამ ჩააგდო. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის თვალსაზრისით", - ამბობს ირაკლი ბერაია.

სენაკში ეს ღია ცის ქვეშ პირველი საკალათბურთო მოედანი იქნება.

ფოტო: თბილისის მერია, ზაზა ფაჩულია
Print