რეგიონი
რუხში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 76,540 ღერი სიგარეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით სასამართლოს გადაეგზავნა.

Print