ახალი ამბები
აქციის გამო უშგულში ჩარჩენილი მოქალაქეები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ
უშგულში მყოფი მოქალაქეები და ტურისტები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, საპროტესტო აქციისას გზების გადაკეტვის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

„S0S !!! ჩავრჩით უშგულში!!! საქართველოს მთავრობა, გაგანია ტურისტული სეზონია!! მოგვაქციეთ ყურადღება! ასობით უცხოელი ტურისტია გზაში გაჭედილი“, - წერენ უშგულში მყოფი მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

„გავიჭედეთ გზაში,უშგულიდან მესტიის მიმართულებით ვმოძრაობდით. ძალიან ბევრი ტურისტია გზაში გაჩერებული. მე პირადად 6 ტურისტთან ერთად ვარ, მათ შორის არიან ბავშვები. უკვე 30-ნი ვართ ერთ ადგილას გაჩერებულები“,- ამბობს ერთ-ერთი მათგანი ნინო ერემაშვილი.

მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში საპროტესტო აქცია 2 საათზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეები სოფელში არსებულ პრობლემების, პირველ რიგში კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ. მათთან შესახვედრად მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი გაემგზავრა.

ამავე თემაზე: 

ნიკოლოზ ანთიძე უშგულელების პროტესტზე: ეს კომპლექსური პრობლემაა და მოგვარებას ვცდილობთ

უშგულელებმა კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით გზა გადაკეტეს

Print