ახალი ამბები
ფოთში ძიძამ, სავარაუდოდ, ბავშვზე იძალადა
სამეგრელოში, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ სავარაუდოდ, მის მცირეწლოვან შვილზე ძიძამ იძალადა. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ძიძა ბავშვს უხეშად ექცევა, რაც სხვა ქმედებებთან ერთად იმაში გამოიხატება, რომ ცხვირზე ხელს უჭერს და საჭმელს ძალით აჭმევს, რა დროსაც ჩვილი ტირის.

როგორც დედა წერს, ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბავშვის ტირილი მეზობლებმა გაიგეს.

"დარწმუნებული ვიყავი რომ კარგად ექცეოდა და ღრმად ვენდობოდი, მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე, ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა",-წერს ბავშვის დედა.

ის ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Print