ახალი ამბები
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა
აფხაზეთში საომარი მოქმედებები ზუსტად 27 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
მანამდე, 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია.

ომის შედეგად, საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა 300 ათასამდე ადამიანი. ქართული მხრიდან 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ფოტო:Mike Goldwater
Print
თეგები: ომი / აფხაზეთი /