ახალი ამბები
ბოლო თვეებში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 12 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველი მაისიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა.

აღნიშნული შემთხვევებიდან 12 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. რეგიონი ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა.

ამავე ცნობით, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 165კგ.-მდე შეადგინა.

უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.


Print