ახალი ამბები
ნათია თურნავა: ვიმედოვნებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოვალეობებს შეასრულებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იმედი აქვს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. მისივე თქმით, სახელმწიფო კონსორციუმს მხარს უჭერს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ მათ და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი შეასრულებენ ვალდებულებას. პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ დიდი მოთმინებით ველოდებით კონსორციუმის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას,“ - აცხადებს თურნავა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ანაკლიის პორტის სესხის პირობებზე შეთანხმება მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის მიმართ მთავრობა ყველა ვალდებულებას ასრულებს
Print