ახალი ამბები
სოხუმში საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა
სოხუმში, გუმსკაიას (ყოფილი ბარათაშვილის) ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება შეიქმნა. შედეგად, 12 ბინიანი ორსართულიანი სახლის მცხოვრებლების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ჩამოინგრა ორი ავტოფარეხი, გარდა ამისა, კერძო სახლის კედლებს ბზარები გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებმა საშიშ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს. მათი ნაწილი ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს.

„ასარკიას“ ცნობით, პრობლემები ავტოსამრეცხაოს საძირკვლის ორმოს გათხრამ გამოიწვია. მათივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია ქალაქის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სახლის კედლის გასამაგრებელი სამუშაოები.

Print