ახალი ამბები
სოხუმი: საპასპორტო სამმართველოები არჩევნებამდე საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს განცხადებით, 15 აგვისტოს მონაცემებით, საპასპორტო სამმართველოებმა „აფხაზეთის მოქალაქის“ 3978 პასპორტი დაამზადეს. შესაბამის ინფორმაციას უწყება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. საპასპორტო სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, მიაკითხონ შესაბამის განყოფილებებს დამზადებული დოკუმენტების გასატანად. მათივე ცნობით, ამ დრომდე, ახალი პასპორტები 130 567 მოქალაქეზე გაიცა.

უფრო ადრე, საპასპორტო სამმართველოები მუშაობის შვიდდღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ. შესაბამისი განკარგულება „შსს - ს მინისტრმა" გარი არშბამ გასცა. „აბხაზია ინფორმის“ ცნობით, საგანგებო რეჟიმზე გადასვლა, „აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული, რომელიც 25 აგვისტოს არის დაგეგმილი“. მათივე ცნობით, ხმის მიცემა, მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეებს“ შეუძლიათ. 



Print