ახალი ამბები
ლევან ახვლედიანი: "კონტი ჯგუფის" პროექტიდან გასვლით კრიტიკული არაფერი ხდება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ პროექტიდან გასვლით კრიტიკული ვითარება არ შეიქმნება.  ამის შესახებ ჟურნალისტებს ახვლედიანმა დღეს უთხრა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ამერიკულ კომპანიას პასიური როლი ჰქონდა.

„კონტი ჯგუფს“ ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. მათი გადაწყვეტილება გასვლასთან დაკავშირებით დღეს და გუშინ არ ყოფილა მიღებული. ამაზე საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსხვილი აქციონერი იყო და რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს პორტის პროექტი და კონსორციუმი. 70 მილიონი დოლარია ინვესტიცირებული ამ დრომდე და მათი მონაწილეობა არის ძალიან მცირე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი და ჩვენ ასეთი გვყავს. ეს არის „ესესეი მარინი“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ერთ-ერთმა მთავარმა აქციონერმა, ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" დატოვა.

Print