ახალი ამბები
ბახტაძე: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დასრულდა ჩვენი გამარჯვებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა. ამის შესახებ მან საწარმო "ჯეო ნათსში" მეთხილე ფერმერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ბახტაძე ამბობს, რომ თხილის მოსავალი წელს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინზე მეტია.

“ერთობლივი მუშაობით შევძელით შეუძლებელი და თხილის მოსავალი ნებისმიერ მოლოდინზე მეტია. ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს უახლოვდება”, - აღნიშნა ბახტაძემ.

მან ამერიკის ელჩსა და მთავრობას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში პრემიერი და აშშ-ს ელჩი იმყოფებიან


Print