ახალი ამბები
რუდი: მხარს გიჭერთ თხილის წარმოების განვითარებაში და ხვალაც ვიდგებით თქვენთან (ვიდეო)
საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობასა და ფერმერებს თხილის წარმოების განვითარებაში და ამაყობს მიღწეული შედეგით. ამის შესახებ მან ზუგდიდში, საწარმო "ჯეო ნათსში" ფერმერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. რუდის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

"თხილის სექტორს ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. ამერიკა, ხედავს რა პარტნიორების შედეგებს მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამაყია. ეს წარმატება შესაძლებელი გახდა პარტნიორობით. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ფერმერები გაძლიერდნენ და უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, მომავალშიც მოიყვანონ კარგი მოსავალი. საქართველოს დახმარება, რომელმაც, მთლიანობაში ექვს ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა, ორი წლის წინ დავიწყეთ. მთელი ეს დახმარება წინაპირობაა, რომ ხვალ ისინი დახმარების გარეშე შეძლებენ მეტის წარმოებას, ეს კი გააძლიერებს თემებს და კეთილდღეობას მოუტანს ხალხს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფერმერებსა და მთავრობას, მათ შორის, თხილის წარმოების განვითარებაში, რაც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას. ჩვენი კი ამ ძალისხმევის წინა ხაზზე ვართ, გილოცავთ ამ წარმატებას და ხვალაც ვიდგებით თქვენთან",- განაცხადა რუდმა.

მეწარმეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, დიდწილად, აზიური ფაროსანას გამოწვევა დაძლეულია.

"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა დიდწილად დაძლეულია. ვეყრდნობით 2019 წლის შუალედურ შედეგებს. თხილის სექტორში სხვა გამოწვევებიც გვქონდა, პარალელურად დაიწყო თხილის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა, შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი, რაც ბოლო წლებში გვქონია. რა თქმა უნდა, მიმდინარე და მომავალ წლებშიც უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და დავიბრუნოთ პოზიციები. თხილი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ჩართულობით კონტროლში გვექნება პოპულაცია. ვმუშაობთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, 100 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი გვქონდეს, მთავარი მოთხოვნა კი ევროკავშირიდან მოდის. რაც შეეხება ფასს, ის შარშანდელზე სამჯერ მეტია, რაც ხარისხისა და რეგიონული თანამშრომლობის შედეგია", - აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა. ბახტაძე ამბობს, რომ თხილის მოსავალი წელს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინზე მეტია.

ზუგდიდიდან ხელისუფლების წარმომადგენლები აბაშაში გაემგზავრნენ.

ამავე თემაზე: 

ელიზაბეთ რუდი: აშშ სრულად უჭერს მხარს ანაკლიის პროექტს

ბახტაძე: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დასრულდა ჩვენი გამარჯვებით

ზუგდიდში პრემიერი და აშშ-ს ელჩი იმყოფებიან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.