ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი ხობში თითქმის 2 საათით შეფერხდა
თბილისი - ზუგდიდის დღის ჩქარი მატარებელი რამდენიმე საათით ხობში იყო გაჩერებული. მგზავრების ინფორმაციით, შეფერხება, სავარაუდოდ, მატარებლის წინ მიმავალი ელმავლის გაჩერებამ გამოიწვია.

"თითქმის ერთი საათი ველოდებოდით, შემდეგ კი მგზავრების უმრავლესობა ტაქსებით წამოვიდა ზუგდიდში", - უთხრა რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა მგზავრმა.

ხობის რკინიგზის სადგურის დირექტორის რუბენ ვეკუას თქმით, მატარებელი ხობში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში შეფერხდა. 

Print