ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა ხობში მატარებლის შეფერხებისთვის მგზავრებს თანხის მეოთხედის ანაზღაურებას ჰპირდება
საქართველოს რკინიგზა ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს, რომლებიც, 16 აგვისტოს აღნიშნული რეისით მგზავრობდნენ, ბილეთის თანხის მეოთხედს აუნაზღაურებს. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

"ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა. მგზავრები ზუგდიდში 1 სთ 35 წთ დაგვიანებით ჩავიდნენ. ყველა იმ პირს, ვინც ორი დღის ვადაში “საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 25% აუნაზღაურებს“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

თბილისი - ზუგდიდის დღის ჩქარი მატარებელი, თითქმის, ორი საათი ხობში იყო გაჩერებული. მგზავრების ინფორმაციით, შეფერხება, სავარაუდოდ, მატარებლის წინ მიმავალი ელმავლის გაჩერებამ გამოიწვია. მგზავრების ნაწილმა ზუგდიდამდე გზა ტაქსებით გააგრძელა.

Print