ახალი ამბები
ზუგდიდელმა ცხენოსანმა "ბახმარო 2019"-ის გრან პრი მოიგო
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ ცხენოსანმა საბა ეხვაიამ „ბახმაროს თასი 2019“-ში გრან-პრი მიიღო. კლუბის ცხენმა "ლიმონამ" 4 800 მეტრიანი გარბენში გაიმარჯვა. მხედარი 2 500 ლარით და ლეპტოპით დაჯილდოვდა.


2 400 მეტრიან გარბენში კლუბის კიდევ ერთმა ცხენმა „ბლექ დაიმონდმა“ პირველი ადგილი მოიპოვა. ამ შემთხვევაშიც მხედარი საბა ეხვაია იყო და მან პრიზის სახით 1 000 ლარი მიიღო.


"ბახმაროს თასი 2019"-ის ღონისძიებისთვის კომპანია "წყალი მარგებელმა", როგორც წყაროს წყალი "ბახმაროსა" და "ნაბეღლავის" მწარმოებელმა კომპანიამ, სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. "წყალ მარგებელთან" ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი "საქართველოს ბანკი", ხოლო პარტნიორები არიან კომპანია "გალფი", "გლოვო" და "კროკო-ბეთი".
Print