ახალი ამბები
უშგულში აქცია დროებით შეწყდა
უშგულში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დროებით შეწყვიტეს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ნუკრი ხაჭვანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს 25 აგვისტომდე დაელოდებიან. ამ დროისთვის გახსნილია გადაკეტილი გზაც.

უშგულში ადგილობრივებმა გზა დილით ჩაკეტეს. უშგულელები ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ამ დრომდე მათ არავინ შეხვედრია.

მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უშგულში ჩასვლასა და ადგილობრივებთან შეხვედრას 25 აგვისტოს გეგმავს. ის ამბობს, რომ ამის შესახებ, უშგულელები ინფორმირებულები არიან.



Print