ახალი ამბები
ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ანგარიშები დაგვიყადაღეს, რაც ანაკლიისა და სხვა პროექტების გაჩერებას ემსახურება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მას და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს. ამის შესახებ ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ხაზარაძე აღნიშნულ ქმედებას მათ მიერ დაანონსებული პროექტების, მათ შორის, ანაკლიის პორტის გასაჩერებლად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება“, - წერს ხაზარაძე.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მათ წინააღმდეგ საქმე აღძრა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მმართველ საბჭოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
Print