ახალი ამბები
სოხუმი: ასტამურ ოტირბა პრეზიდენტობის კანდიდატობიდან მოხსნეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ „პრეზიდენტობის“ კანდიდატობიდან ასტამურ ოტირბა მოხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ 20 აგვისტოს, იმასთან დაკავშირებით მიიღო, რომ ოტირბამ დაგვიანებით წარადგინა „ვიცე პრეზიდნეტობის" კანდიდატი, წერს გამოცემა. მათივე ცნობით, „პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებული იყო დარეგისტრირების შემდეგ 5 დღის ვადაში, ანუ 19 აგვისტოს 18:00 საათამდე წარედგინა ვიცე - პრეზიდენტობის კანდიდატი“, რაც მან არ გააკეთა. მათივე ინფორმაციით, ოტირბას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

მანამდე „ვიცე პრეზიდენტობის“ კანდიდატად ოტირბას დავიდ დასანია ჰყავდა წარდგენილი, რომელმაც მოგვიანებით კანდიდატურა მოიხსნა. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 25 აგვისტოსთვის დანიშნულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ 9 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.



Print