ახალი ამბები
ჯარიმა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის და შეცვლილი პირობები - მერია „ვისოლ ჯგუფს“ ახალ ხელშეკრულებას უდებს
„ვისოლ ჯგუფს“, რომელსაც ზუგდიდში საერთაშორისო ბრენდის მქონე სავაჭრო ობიექტის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში უნდა დაესრულებინა, ხელშეკრულების ვადა კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივდა. ამასთან, "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიას "ვენჯორჯიას" და მერიას შორის ახალი ხელშეკრულება დაიდება, რომლის თანახმად,  „ვენჯორჯიამ“ კედიას ქუჩაზე (სახანძროს ყოფილი შენობის ტერიტორია) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა ააშენოს. კორპუსის პირველ სართულზე კი „დანკინ დონატსი“ განთავსდება. დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ „ვისოლ ჯგუფს“ ხელშეკრულების დადებიდან 150 სამუშაო დღეში სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ კიდევ ერთი ფილიალი გახსნა მოუწევს, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე უკვე აშენებულია.

რაც შეეხება ნაკისრი ვალდებულებების ოთხი წლის განმავლობაში შეუსრულებლობას, ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში ჯამში 200 ათასამდე ლარი უნდა შეიტანოს. აქედან 150 ათასამდე ლარი ჯარიმაა, დანარჩენი კი ნებაყოფლობითი შენატანი.

ახალი პირობების თანახმად, „ვისოლ ჯგუფმა“ ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტს საბანკო გარანტიაში 300 ათასი აშშ დოლარი უნდა ჩაუდოს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გეგმა-გრაფიკს 60 სამუშაო დღეზე მეტი ხნის დაარღვევს, პირველ ჯერზე აღნიშნული 300 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, მეორე შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი მას ხელშეკრულებას გაუწყვეტს და 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც 2015 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ 360 ათას ლარად შეიძინა, მერიის ბალანსზე დაბრუნდება. ამასთან, კომპანიას დაკარგული ექნება ის 100 ათასი ლარი, რომელიც მან სახანძრო-სამაშველო შენობის რეაბილიტაციისთვის დახარჯა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

საკითხს მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ენმ“-ის ერთ-ერთმა წევრმა პაატა ადამიამ და აღნიშნა, რომ მას არ აქვს ნდობა კომპანიისადმი, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები ორჯერ არ შეასრულა. მის პოზიციას ეთანხმება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია, თუმცა მან თქვა, რომ მიუხედავად ვადების დარღვევებისა და შენიშვნებისა, ინვესტორს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ზუგდიდისთვის ხელსაყრელი და სარგებლის მომტანი ინვესტიცია განახორციელოს.

თავის მხრივ, „ვენჯორჯიას“ წარმომადგენელმა ლადო ლომსაძემ ზუგდიდელებს ბოდიში მოუხადა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, თუმცა, დასძინა, რომ ამით კომპანიამაც მნიშვნელოვნად იზარალა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ მას ამ თემის მიმართ საკმაოდ ხისტი და რადიკალური პოზიცია ჰქონდა, თუმცა იმ გარანტიებიდან გამომდინარე, რასაც ახალი პირობები ითვალისწინებს. საკითხს მხარს დაუჭერს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს შეუსრულებელ ვალდებულებებთან, ამ შემთხვევაში, იმდენად მყარი გარანტიებია, რომ, ვფიქრობ, უნდა დავუჭიროთ მხარი. გარდა ამისა, ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის მსგავსი ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა წოწერიამ.

თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიასა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის 2015 წელს გაფორმდა, კომპანიას კედიას ქუჩაზე საერთაშორისო ბრენდის მქონე სავაჭრო ობიექტი უნდა აეშენებინა, სადაც 1 500 000 დოლარის ინვესტიცია ჩაედო და 70 ადამიანი დაესაქმებინა. ასევე, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა კომბინატის სახანძრო-სამაშველო შენობის რეაბილიტაციისთვის გარკვეული თანხა გაეღო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.