ახალი ამბები
ზუგდიდში „Dunkin’ Donats“-ის ფილიალის გახსნა იგეგმება
ზუგდიდში „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ვენჯორჯია“ „Dunkin’ Donat“-ის ფილიალს გახსნის. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა ლადო ლომსაძემ ისაუბრა. რესტორანი კედიას ქუჩაზე, ამავე კომპანიის მიერ ასაშენებელი მრავალბინიანიი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე უნდა განთავსდეს.

აღნიშნული პირობა „ვენჯორჯიასა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ახალი ხელშეკრულების ფარგლებშია გათვალისწინებული.

ძველ ხელშეკრულებაში „ვისოლ ჯგუფს“ რესტორან „ვენდისის“ გახსნა ევალებოდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები 4 წლის განმავლობაში არ შეასრულა, რის გამოც მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ათასი ლარის ჯარიმისა და დამატებით 50 ათასი ლარის გადახდა დაევალა.

Print