ახალი ამბები
ანაკლიის ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს
ანაკლია-განმუხურში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სამი ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. როგორც რადიო "ათინათს" საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, სამივე მათგანს დაუზუსტებელი ნივთიერებით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

"მათი დიაგნოზია დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი, მსუბუქად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნებით.სათანადო დახმარების შემდეგ სამივე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში", - გვითხრა ორჟონიამ.

ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, მეორე დღეა, მიმდინარეობს.
Print