ახალი ამბები
ტეხურაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში, მდინარე ტეხურაში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო წასული, როცა შემთხვევა მოხდა. როგორც სენაკის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, ახალგაზრდა მამაკაცმა ჩაყვინთა, თუმცა წყლიდან ამოსვლა, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო ვეღარ შეძლო. მისი ცხედარი მდინარიდან მეგობრებმა ამოიყვანეს.

ამავე ცნობით, გარდაცვლილი უკვე გეჯეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.

შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ფოტო: FB გვერდი - გეჯეთი
Print