ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს „პრეზიდენტს“ ირჩევენ
დღეს, 25 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „პრეზიდენტს“ ირჩევენ. ამ თანამდეობაზე პრეტენზიას 9 კანდიდატი აცხადებს. მათგან შვიდი (შამილ აძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა, ალმას ჯაპუა, ასტამურ კაკალია, ასევე „მოქმედი პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა) საინიციატივო ჯგუფებმა, ხოლო ორი (ალხას კვიცინია - პარტია „ამცახარა“ და ლეონიდ ლაკერბაია - პარტია „აკზაარა) პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.

„საარჩევნო კომისიის“ წინასწარი მონაცემებით, სულ 118 932 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ამავე ცნობით, 152-ვე საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა. ორი „საარჩევნო“ უბანი ასევე გაიხსნა რუსეთში: მოსკოვსა და ჩერკესკში. „აფხაზეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა თურქეთში“ ვადიმ ხარაზიამ გამოცემას განუცხადა, რომ სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნება. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტს“ 5 წლის ვადით ირჩევენ. ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 2016 წელს გაცემული „აფხაზური პასპორტის“ მფლობელებს აქვთ. გარდა ამისა,  „აფხაზეთის რესპუბილიკის მოქალაქეებს, რომელბიც ამჟამად არ ცხოვრობენ აფხაზეთის რეპუბლიკის ტერიტორიაზე, ხმის მიცემა,აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის წარდგენის და ასევე „ცესკოს“ მიერ 15 - დან 25 აგვისტომდე გაცემული სპეციალური მოწმობის საფუძველზე შეუძლიათ“. ამჯერად, მოქალაქეები სასურველი კანიდადატის გასწვრივ დასვამენ ნიშანს, და არ გადაშლიან მათთვის არასასურველ გვარებს, როგორც ეს წინა „საპრეზიდნეტო არჩევნების დროს ხდებოდა“, - წერს ინტერნეტ გამოცემა.

„არჩევნების“ მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ წინასწარი ინფორმაცია 20:30 გახდება ცნობილი.


ამავე თემაზე:

სოხუმში ხვალინდელი „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ საერთაშორისო მედიაცენტრი გაიხსნა 

სოხუმი: ასტამურ ოტირბა პრეზიდენტობის კანდიდატობიდან მოხსნეს

სოხუმი: "არჩევნებს" 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება


Print