ახალი ამბები
დაურ კოვე: ველოდებით განმარტებებს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა "რესპუბლიკის" საზღვრებს გარეთ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მსვლელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დღეს 8 საათზე გაიხსნა ორი საარჩევნო უბანი მოსკოვსა და ჩერკესკში, თუმცა, სტამბოლში საარჩევნო უბანს მუშაობა არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ამისთვის ყველფერი მზად იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

„ჩვენ ველოდებით სტამბოლში მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ანგარიშს, იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც უბანმა რა დაიწყო მუშაობა. მათაგნ პასუხის მიღების შემდეგ, ცესკო გაავრცელებს სრულ ინფორმაციას“, - განაცხადა კოვემ. მან აღნიშნა, რომ სტამბოლში პრობლემებმა 2014 წლის არჩევნების დროსაც იჩინა, თუმცა, მაშინ მიიღეს ყველა ზომა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო.

აფხაზმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნულმა სიტუაციამ და „პოლიტიკურმა პროცესებმა“ ზეგავლენა არ უნდა იქონიოს თურქულ დიასპორასთან ურთიერთობებზე.

კოვეს ცნობით, მოსკოვში საარჩევნო კომისიაში 11, ხოლო ჩერკესსკში - 12 წევრია. აღნიშნულ ქალაქებში „საარჩევნო კომისიამ“ 2000 ბიულეტენი გაგზავნა. გამომდინარე იქიდან, რომ „რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ სიები არ შედგენილა, ამომრჩეველთა რაოდენობას მხოლოდ არჩევნების შედეგების მიხედვით დაადგენენ“.


ამავე თემაზე:

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს „პრეზიდენტს“ ირჩევენ

სოხუმი: "არჩევნებს" 50 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება



 

Print