ახალი ამბები
სოხუმი: არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართება.

„საარჩევნო შტაბის“ მონაცემებით, ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა სამმა კანდიდატმა, რაულ ხაჯიმბამ - 20, 304 , ალხას კვიცინიამ – 19, 032 და ოლეგ არშბამ – 18, 931 დააგროვა, წერს „აბხაზია ინფორმი“. შესაბამისად, მეორე ტურში „რესპუბლიკის პრეზიდნეტის“ პოსტისთვის პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია და „მოქმედი“ პრეზიდნეტი რაულ ხაჯიმბა იბრძოლებენ.

გამოცემის ცნობით, „საარჩევნო კომისია“ არჩევნების წინასწარ შედეგებს დღეს, გამოაცხადებს. ამავე ინფორმაციით, „განმეორებითი არჩევნები“ გაიმართება არა უგვიანეს ორი კვირისა.

ამავე თემაზე:

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო არჩევნები“ დასრულდა 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს „პრეზიდენტს“ ირჩევენ

ციხელაშვილი ე.წ. არჩევნებზე:ლეგიტიმაციის არმქონე პროცესი ვერ გამოხატავს მოსახლეობის ნებას, რომელთა უმეტესობა გამოდევნილია


 

Print