ახალი ამბები
"Echowaves 2019" დასრულდა (ვიდეო)
მუსიკალური ფესტივალი "Echowaves 2019", რომელიც ანაკლიაში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წუხელ დასრულდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით ფესტივალს წელს უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობაზე ჯერ ვერ საუბრობენ. Echowaves-ის სპიკერის ლუკა ჯაშიაშვილის თქმით, შედეგების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება.

„რეგიონისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჩვენ ვიხილეთ რვა სხვადასხვა სცენაზე 150-მდე არტისტი, რომელთა შორისაც იყვნენ ისეთი ცნობილი არტისტები, რომლებიც პირველად ესტუმრნენ საქართველოს. რაც შეეხება შედეგებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალი იყო წარმატებული, შარშანდელთან შედარებით იყო ბევრად მეტი ვიზიტორი, განსაკუთრებული ემოციები და ბევრად მეტი ბედნიერი ადამიანი“, - თქვა ჯაშიაშვილმა.

Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. ფესტივალს სტუმრები, დაახლოებით, 70 - მდე ქვეყნიდან ეწვივნენ. 

ამავე თემაზე:

ანაკლიის ფესტივალზე ბენ ქლოქმა დაუკრა (ფოტო)

განმუხურში Echowaves Festival - 2019 გაიხსნა (ვიდეო)

ანაკლია-განმუხურში ECHOWAVES 2019-ისთვის ემზადებიან (ვიდეო/ფოტო)

ECHOWAVES Festival-ის Line up-ის ნაწილი ცნობილია - ბილეთების ყიდვა ხვალიდან დაიწყება

ანაკლიაში Echowaves 22-25 აგვისტოს გაიმართება

სამინისტრო: ECHOwaves ანაკლიაში წელსაც გაიმართება
Print