ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გახსნა გადაიდო
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაანონსებულ ვადაში ვერ მოხერხდება. მისი გახსნა ზაფხულის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა ამბობს, მიმდინარე სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.

"დიდი სურვილი გვქონდა, რომ ბაღი ზაფხულში გაგვეხსნა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. სამშენებლო კომპანიას ხელშეკრულებით რეაბილიტაციის დასრულების ვადა ოქტომბრამდე აქვს. მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი და ის ოქტომბერში დასრულდება", - თქვა ქარჩავამ.

ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

ზუგდიდის მერიას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო 30%-ს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში უნდა დასრულდეს (ფოტო)
Print