ახალი ამბები
ძეგლების და ბიუსტების "პროტესტი" ზუგდიდში (ფოტო)
რაფიელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ანდრია დადიანის ძეგლებისთვის, რომლებსაც თვალები, სავარაუდოდ, წუხელ აუკრეს, მერიის ზედამხედველობის სამსახურს თვალსახვევები ჯერ არ მოუხსნია.
ამ დროისთვის, წითელი თვალსახვევი სპირიდონ კედიას და მერაბ კოსტავას ბიუსტებს, ასევე აკაკი ჭანტურიას ძეგლს აქვს მოხსნილი. სავარაუდოდ ისინი მოქალაქეებმა ჩამოხსნეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში თითქმის ყველა ძეგლსა და ბიუსტს ანტიოკუპაციური თვალსახვევი სავარაუდოდ წუხელ გაუკეთეს.

წითელი თვალსახვევები წარწერით "20%" ანტიოკუპაციური სიმბოლო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახდა, როცა თბილისში აქციის დარბევის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

Print