ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარში ცეცხლი გაჩნდა
ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია.

Print