ახალი ამბები
სოხუმჰესის კაშხლიდან ავტომობილი წყალში გადავარდა - დაღუპულია მძღოლი
სოხუმჰესის მიმდებარედ, უაზის ტიპის ავტომობილი კაშხლიდან წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მძღოლი.

მომხდარის შესახებ თვითმხილველმა, ჰიდროელექტროსადგურის ერთ - ერთმა თანამშრომელმა საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეატყობინა.

ადგილზე სამთო - სამაშველო რაზმის თანამშრომლები და მყვინთავები იყვნენ მობილიზებულები. მათ ცხედრის ამოყვანა წყალსაცავიდან წყლის საგანგებო გაშვების შემდეგ შეძლეს. ინფორმაციას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების  სამინისტრო ავრცელებს.

Print