ახალი ამბები
ზუგდიდში ვეტერანთა ხეივანი გაიხსნა (ფოტო)
ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივანი გაიხსნა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, მოეწყო სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი.

"მიხარია, რომ კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატა ჩვენს ქალაქს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პარკს ჰქვია ვეტერანთა პარკი, ეს პარკი ჩვენ იმ ღირსეული მამულიშვილების უკვდავსაყოფად გავაკეთეთ, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის, ვმუშაობთ მონუმენტის შექმნაზეც, რომელიც აქ განთავსდება, ეს იქნება მათი ღირსეული ხსოვნისთვის გაკეთებული კიდევ ერთი საქმე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

ხეივნის მოსაწყობად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 252 581 ლარი გამოიყო.

ვეტერანთა ხეივანი გაიხსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print