ახალი ამბები
ზუგდიდში, სავარაუდოდ, წყლით მოწამლული მცირეწლოვანი ქუთაისში მკურნალობს
ქუთაისის საავადმყოფოში ხუთ დღეზე მეტია მკურნალობს თეთრი გიორგი ქუჩაზე მცხოვრები წლის და ოთხი თვის ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შეიძლება დღეს გაწერონ.

ბავშვის მამა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სასმელ წყალს უკავშირებს. რომა გირგვლიანის თქმით, კანალიზაციის ახალი სისტემის მშენებლობისას ძველი მილები დაზიანდა, რამაც ჭების დაბინძურება გამოიწვია.

ბოლო დღეების განმავლობაში სავარაუდოდ, წყლის მოწამვლით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ათზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. აქედან, მკურნალობას დღემდე აგრძელებს ერთი პაციენტი. საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აღნიშნულ ფაქტზე შს სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო. უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ საქმე სსკ 188-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ადგილზე საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ლუდვიგ ფაიფერი“ ახორციელებს. პროექტის მენეჯერის დრაგან ჯორჯევიჩის თქმით, პრობლემა მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს არ გამოუწვევია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სავარაუდოდ წყლით მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

ზუგდიდში თეთრი გიორგის ქუჩის რამდენიმე მცხოვრები ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს
Print