ახალი ამბები
ზუგდიდში ელისო ბოლქვაძე დაუკრავს
ზუგდიდში ქართველი პიანისტი , ,,იუნესკოს“ მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ზვიად ბოლქვაზის ხელმძღვანელობით, კონცერტს გამართავენ. ინფორმაციას მუნიციპელიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, კონცერტი დადიანების სასახლეთა ეზოში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

კონცერტი, დევიზით ,,მუსიკა აერთიანებს" აფხაზეთის თემასა და მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობას მიეძღვნება.
Print