ახალი ამბები
ზუგდიდში 1924 წელს რეპრესირებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტო)
ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა და რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, რეპრესირებულთა შთამომავლებმა და ჩოხოსნებმა მიაგეს. ამასთან, სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. აქვე მოეწყო დაღუპულ მამულიშვილთა ფოტოგამოფენა.

„სამწუხაროდ საქართველოს ოკუპაცია დიდი ხანია დაწყებულია. დღეს პატივი მივაგეთ ახალგაზრდების ხსოვნას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ხსოვნა იყოს იმ ადამიანების, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირა“, - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ. მისი თქმით, საქართველოს დღემდე უწევს ბრძოლა აგრესიასთან.
"მე ქედს ვიხრი იმ ღირსეული მამულიშვილების წინაშე, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შეეწირა. საქართველოს მინდა გამთლიანება ვუსურვო, ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად", - თქვა გიორგი შენგელიამ.
1924 წლის 6 სექტემბერს ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 აჯანყებული დახვრიტეს. რეპრესირებულთა მემორიალი 2017 წლის 25 თებერვალს გაიხსნა.


Print Email
FaceBook Twitter

კლინიკა მედის წელს 20 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, უამრავ საჩუქარს და ფასდაკლებას უკეთებდა ერთგულ პაციენტებს. საიუბილეო წლის ბოლო თვეს კი კლინიკა უპრეცედენტო შეთავაზებებს გვპირდება.

წალენჯიხაში „ლაზიკა კაპიტალის“ თანამშრომლებმა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც მათი ოფისის მიმდებარედ ერთი წელია ცხოვრობს,  ხის სახლი დაუდგეს.
იპოთეკური სესხი განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მსურველი,
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას. ამის შესახებ საერთაშორისო
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
დღის სიახლეები
12 / დეკემბერი 2019
პარლამენტარები ირაკლი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბერაიას თქმით, გოცირიძეს ხელით ვერ მისწვდა და წიხლი დაარტყა.
12 / დეკემბერი 2019
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდელი დეპუტატი ლელა ქებურია ამბობს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების მოსხმასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მისივე თქმით, ის სხდომათა დარბაზში გარკვეული დრის განმავლობაში
12 / დეკემბერი 2019
ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის უფასო იქნება. შესაბამისი პროექტი, რომელშიც გაწერელია ფასები, საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.