ახალი ამბები
"შენ შრომობ, ესენი იპარავენ" - ივანიშვილის და გახარიას სტიკერები ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სტიკერები წარწერით - "შენ შრომობ, ესენი იპარავენ" გააკრეს. ისინი მოსაცდელებზე და სხვადასხვა შენობა-ნაგებობებზე დღეს განათავსეს. ერთ-ერთი მათგანი, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის კარზეც გააკრეს.
Print