ახალი ამბები
ზუგდიდში ავტომობილები პერსონალურად მხოლოდ მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მათ მოადგილეებს მოემსახურება
მერიისა და საკრებულოს ავტოპარკის კლასიფიკაციისა და გადანაწილების შესახებ დადგენილება მიიღეს. დადგენილების მიხედვით, ავტომობილები უნდა ემსახურებოდეს მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მათ მოადგილეებს. რაც შეეხება სხვა საჯარო მოხელეებს, სამორიგეო ავტომობილების რაოდენობა ასე განისაზღვრა:

100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

შესაბამისი დადგენილება ზუგდიდის საკრებულოში მიიღეს. აღნიშნული ინიციატივა დეპუტატ სანდრო სორდიას ეკუთვნის.

"დადგენილება მიზნად ისახავს საწვავისა და მუნიციპალურ ბალანსზე რიცხული ავტომობილების ცვეთისგან გამოწვეული ხარჯების შემცირებას", - აღნიშნა სანდრო სორდიამ.

ამ ეტაპზე, ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე 23 ავტომობილი ირიცხება.


ამავე თემაზე:

დეპუტატის ინიციატივით, ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში, შესაძლოა, ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს
Print