ახალი ამბები
ანაკლიაში ბოკუჩავების მრავალშვილიან ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ბოკუჩავების მრავალშვილიან ოჯახს მიმდინარე წლის ბოლოს, ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება.
ინფორმაციას მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, მინდია ბოკუჩავა  3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ყოფილ საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრებს.

„ოჯახი ახალი წლიდან თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სამოთახიან სახლს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღებს. მერია მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან რათა ბოკუჩავების მრავალშვილიან ოჯახს კომფორტული საყოფაცხოვრებო პირობები შეუქმნას“, - ამბობენ მერიაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 25 ახალ საცხოვრებელ სახლს ააშენებს. პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და დღემდე, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 91 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა.



Print