ახალი ამბები
სოხუმი: არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით რაულ ხაჯიმბა ლიდერობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს ჩატარებული "საპრეზიდენტო არჩევნების" წინასწარი შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბა ლიდერობს. ამის შესახებ "საარჩევნო კომისიის" თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ გააკეთა განცხადება. მან დასძინა, რომ ჯერ არ ჩამოუტანიათ ოქმი სოხუმის რაიონის სოფელ ფსხუდან, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, "ეს ხმები ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგზე".

"კომისიის" მონაცემებით კენჭისყრაში სულ 83 ათას 883 - მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საარჩევნო სიაში დარეგისტრირებული მოქალაქეების 65, 98%-ს შეადგენს.

წინასწარი მონაცემებით, "პრეზიდენტობის კანდიდატს" ალხას კვიცინიას 38 ათას 742 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 46,19% - ს შეადგენს, ხოლო რაულ ხაჯიმბას– 39 ათას 741 - მა და მა ხმათა 47, 38% დააგროვა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს დღეს, 9 სექტემბერს გამოაცხადებენ.
Print