ახალი ამბები
"პრეზიდენტობის" კანდიდატი ალხას კვიცინია განმეორებითი არჩევნების დანიშვნას ითხოვს
"პრეზიდენტობის" კანდიდატი ალხას კვიცინია არ ცნობს "არჩევნებში" რაულ ხაჯიმბას გამარჯვებას. ის მოუწოდებს "საარჩევნო კომისიას" ნაადრევი დასკვნები რა გამოიტანოს და გადახედოს შედეგებს. ამის შესახებ აფხაზმა პარლამენტარმა, კვიცინიას შტაბის წარმომადგენელმა, რაულ ლოლუამ განაცხადა, წერს "აფსადგილ ინფო".

ალხას კვიცინიას ინფორმაციით, სამმა კანდიდატმა: ასტამურ კაკალიამ, არტურ ანქვაბმა და ოლეგ არშბამ, რომელიც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 50% - ზე მეტი, შესაბამისად, ვერც ერთ მათგანს ვერ აირჩევენ პრეზიდენტად, აქედან გამომდინარე, ცესკო ვალდებულია განმეორებითი არჩევნები დანიშნოს".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს ჩატარებული "საპრეზიდენტო არჩევნების" წინასწარი შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბა ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, "პრეზიდენტობის კანდიდატს" ალხას კვიცინიას 38 ათას 742 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 46,19% - ს შეადგენს, ხოლო რაულ ხაჯიმბას– 39 ათას 741 - მა და ხმათა 47, 38% დააგროვა.


ამავე თემაზე:

სოხუმი: არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით რაულ ხაჯიმბა ლიდერობს

Print